| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სს „საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.
კომპანიის ცნობით, დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.
"აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით", - აცხადებენ კომპანიაში და მოსახლეობას დამდეგ შობა -ახალ წელს ულოცავენ.
დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 13:08 19:45 23:59
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:10 22:03
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss