| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – IPM კვლევითი ორგანიზაციის მიერ, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები ტანსაცმლის ყიდვაზე.
გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა რესპონდენტმა მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ადამიანები ყოველდღიურად ტანსაცმლის ყიდვაზე ხარჯავენ საშუალოდ 13 წუთს; ქალები - 16 წუთს, ხოლო კაცები - 10-ს.
45 წლამდე ქალები ტანსაცმლის შეძენაზე თითქმის ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს დრო ქალებისთვის, დღეში საშუალოდ, 19 წუთია.
ქალებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ტანსაცმლის ყიდვისთვის განკუთვნილი დრო ასაკთან ერთად კლებულობს, მამაკაცები თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, 64 წლამდე, ამ აქტივობისთვის დაახლოებით, თანაბარ დროს ხარჯავენ, ხოლო 64 წლის შემდეგ ეს დრო იმატებს. ამ ასაკს გადაცილებული კაცები 3 წუთით მეტს ხარჯავენ სამოსის შეძენაზე, ვიდრე ქალები. მათი თქმით, წლის განმავლობაში ადამიანი, საშუალოდ, 5.3 დღეს ტანსაცმლის ყიდვაში ატარებს.
ამასთან, ქალები ამ აქტივობისთვის, საშუალოდ 7 დღეს, ხოლო კაცები - 3.2 დღეს ხარჯავენ. ეს მონაცემები 2006 წელს ქალების შემთხვევაში 4.6 დღე, კაცების შემთხვევაში 3.4 დღე იყო. მდგომარეობით კი, საერთო ჯამში, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანს 245 დღე ტანსაცმლის შეძენაში აქვს გატარებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss