| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ და ვალუტის კურსის ცვლილებას ტარიფზე გავლენა არ მოუხდენია, – განაცხადა მედიასთან სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულზე.
„ტარიფების ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ მაღალი მოცულობის ინვესტიციებმა, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, ერთი გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს, ხოლო მეორე უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია", - აცხადებს მილორავა.
მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებლი ინვესტიციების ჯამური ვალდებულება 1.2 მლრდ ლარია.
"განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ტარიფების ზრდა განხორციელდა მნიშვნელოვნად მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილებით. ამჟამად ვალუტის კურსის ცვლილება ჩვენ არ გვაქვს და ტარიფის გაანგარიშებისას ჩვენ გავითვალისწინეთ კურსი 2,5 ლარზე“, – განაცხადა ირინა მილორავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss