ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ვიტალი ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: მამუკა ხაზარაძემ საუკუნის  განხილვა  რეალობად აქცია
ნინო შუბითიძე
4 იანვარი, 2018, 15:35
ვიტალი ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: მამუკა ხაზარაძემ საუკუნის  განხილვა  რეალობად აქცია

თბილისი (GBC) –  ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები  ზაფხულში  დაიწყება. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით,  იმ დროისთვის   შეირჩევა კონტრაქტორიც, ტენდერით, რომელშიც  საერთაშორისო კომპანიებიც ჩაერთვება.  მანამდე კი მოსამზადებელ სამუშაოებს ქართული  „ბლექ სი ჯგუფი“ ასრულებს, რომლის მაღალკვალიფიკაციასა და სანდოობაზე კონსორციუმი აცხადებს.  ტენდერში გამარჯვებულმა  კომპანიამ 110 ჰა-ზე  პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები   დეკემბერში დაიწყო.

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ)  ოპერატორს,  გენგეგმის ავტორის  გამოვლენის შემდეგ  შეარჩევენ. გეგმის მომზადებას 6-8 თვე დასჭირდება. პროექტის ახალ  ნოვატორულ მიდგომებზე  ფართო საზოგადოებისთვის  მამუკა ხაზარაძის ბოლოდროინდელ პრეზენტაციებიდან გახდა ცნობილი.

მთავარი ამოცანაა  მონაწილე უცხოური კომპანიების სიმრავლე.  ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო, შესაბამისი სპეციალური კანომდებლობით უზრუნველყოფილი.   მამუკა ხაზარაძემ წინა ხელისუფლების  მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერაზეც  განაცხადა, თქვა, რომ  იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, ვისაც ამის აღიარება უჭირს.  მიაჩნია, რომ  საარბიტრაჟო   დავების  და სადამფუძნებლო პროცედურებისთვის მსგავსი მოდელი უალტერნატიოა, რაზეც   ყველა თანხმდება.  მიმდინარეობს ამ მიმართულების დამუშავება, საუკეთესი  ვარიანტის შესარჩევად.

პორტში პირველი გემი 2021 წელს შევა, ახალი ტექნოლოგიები  კი  10 000  ტონიანი ტანკერის 24 სთ-ში ჩამოტვრთვას უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის პორტის იდეა ბოლო ოპერიოდში ინიცირებულ სტრატეგიულ პროექტებს შორის ერთადერთია, რომელსაც ყველა ქომაგობს, ასაკის პოზიციის და  პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

„ანაკლიის პორტის მშენებლობები განიხილებოდა უწინაც, საბჭოეთის ეპოქაში. ის უნდა ყოფილიყო შავ ზღვაზე ყველაზე  ღრმაწლოვანი პორტი, ათწლეულების განმავლობაში. მამუკა ხაზარაძემ კი საუკუნის  განხილვა   პრაქტიკულ რეალობად  აქცია. ამაშია მისი ნიჭიერება, ამაშია მისი  გონიერება, ამაშია მისი იმიჯი და ავტორიტეტი“, - განაცხადა მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა ვიტალი ხაზარაძემ თიბისი ბანკის 25 წლის საანგარიშო მიღებაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები