| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პლაზა ფიტნესის გაკოტრების საქმე დასრულდა, თუმცა კომპანიის ყველა კრედიტორის დაკმაყოფილების გარეშე.
კომპანიის ორი უძრავი ქონება, 8 დასახელების მოძრავი ნივთი და 100%-იანი წილი სს „პლაზა ჰოლდინგ“-ში 4 738 128, 94 ლარად შეფასდა, თუმცა მათი ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა და შედეგად, ქონების რეალიზაცია მესამე აუქციონზე ლოტებად განხორციელდა და მიღებულმა შემოსავალმა ნახევარ მილიონსაც ვერ მიაღწია.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, ჯამში აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 443 671.35 ლარი. აქედან, დღგ-ს ჯამური ოდენობა შეადგენს 67 678.68 ლარს, რომელიც გადაირიცხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. დარჩენილი თანხა და დებიტორის მიერ გადახდილი 10 000 ლარი კრედიტორებზე გადანაწილდა, თუმცა ყველას მაინც არ შეხვდა და დაუკმაყოფილებელი დარჩა მე-7 რიგის კრედიტორების მოთხოვნები.
მოუხედავად აღნიშნულისა კომპანია სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss