ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნიკა მანჯგალაძე: 2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები დსთ-ს რეგიონიდან იყვნენ
მარიამ მინაძე
5 იანვარი, 2018, 12:13
ნიკა მანჯგალაძე: 2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები დსთ-ს რეგიონიდან იყვნენ

თბილისი (GBC) – 1.9 მილიონით მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია, - ასე აფასებს კომპანია „თრეველ შოპის“  დამფუძნებლი ნიკა მანჯგალაძე ტურიზმის სექტორის მონაცემებს და გასულ წელს ტურიზმისთვის  „კარგ წელს“ უწოდებს.  

ტურისტული ბიზნესის აქტიური წარმომადგენელის თქმით, 2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები საქართველოში რუსეთიდან შემოვიდნენ.

ფინანსურად მომგებიანი ტურისტები ქვეყანაში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იყვნენ, გაიზარდა მოთხოვნა და პრაქტიკულად, ყველა რეისი ჩამომსვლელების მხრიდან დაკავებულია.

მისი თქმით, ევროპიდან განსაკუთრებული, მზარდი მოთხოვნა არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ ევროპელები საქართველოში მოგზაურობისას დიდ თანხებს არ ხარჯავენ. საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ასევე ყაზახეთისთვისაც, თუმცა მათ სპეციფიური ტურები აინტერესებთ, მაგალითად ბორჯომი.

ვიზიტორების დიდ ინტერესს კახეთის რეგიონი იწვევს, სადაც ყოველ წელს ბევრი ახალი სასტუმრო იხსნება.

რაც შეეხება საქართველოდან მოგზაურებს, მისი თქმით, ქართველებში შეიცვალა ტენდენცია, მათ დაიწყეს საკუთარი მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა და განსაკუთრებული ინტერესი ევროპისკენაა მიმართული, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში და ა.შ.

გამსვლელთა მზარდი რიცხვის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც უფრო მეტი ტურისტი შემოდის, ვიდრე გადის.

ამასთან, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ქართველებმა ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვაც დაიწყეს, მაგალითად, საკონცერტო ტურებისთვის, რაც სიახლეა.

მანჯგალაძე ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მობრუნებულო ტურისტების სიმცირეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს ქართველი მებაჟეების დამსახურებაცაა, ხდება ორმაგი კონტროლი და შესაბამისად, საქართველოს უკრაინაზე მცირე მაჩვენებელი აქვს.

რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, მისი თქმით, ბილეთები მნიშვნელოვნად გაძვირდა ლარში, რადგან წინა წლებში ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ბევრად დაბალი იყო, დღეს კი 3.14-ია, რაც აძვირებს ავიაბილეთის ღირებულებაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები