| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო რუსეთიდან გაზს არ იყიდის კი არა, ვერ იყიდის, - აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა და მთავრობა ქვეყნის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"გაფორმებული კონტრაქტით “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის. ფული არ არის! ჩვენ გვახსოვს, როგორ გვპირდებოდა კალაძე, რომ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა და იაფი გაზი შემოდის. ახლა კი ვამბობთ, რომ გაზის 100%-ით აზერბაიჯანიდან შემოდის. თუკი იაფი კონტრაქტია გაფორმებული, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან?! არ ვყიდულობთ იმიტომ, რომ არ არის ფული. 200-მილიონი მ3 გაზი უფასოდ გვერგებოდა, რაც არის 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზი. დღეს ჩვენ ვერ ვყიდულობთ 1 მილიონის ღირებულების გაზსაც კი", -განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებამ დაახლოებით 80 მილიონი ლარი გვაზარალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss