ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ფანგანი Energy Community-ს მარეგულირებელ საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს
8 იანვარი, 2018, 12:16
გიორგი ფანგანი Energy Community-ს მარეგულირებელ საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს

თბილისი (GBC)  - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს.

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებიდან რამდენიმე თვეში, ქ. ათენში გამართულ შეხვედრაზე გიორგი ფანგანი ECRB-ის პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

გიორგი ფანგანის თქმით, საბჭოს ხელმძღვანელობისას მისი მიზანი იქნება ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების მეტი ინტეგრაცია ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, კანონმდებლობის ჰარმონიზება და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ხელშეწყობა.

ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ ვალდებულება აიღო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ 2016 წელს ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს და 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები