| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ქართული აპლიკაციის Trulayla-ს განვითარება სურს, - წერს BM.ge Forbes Georgia-ზე დაყრდნობით.
ნიკა გილაური ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი გეგმა საქართველოში სოციალური მედიის აპლიკაციის განვითარებაა.
"ვცდილობ, საქართველოში ინვესტიციები მოვიზიდო. მაქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. ვცდილობ, მოვიზიდო ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკაში მშენებლობის მიმართულებით - ასე რომ, დიახ, მე მაქვს გეგმები აქ. ამასთან, ვდილობ ავამოქმედო პირველი ქართული სოციალური მედიის აპლიკაცია, რომელსაც Trulayla ჰქვია. ბევრ ქვეყანას აქვს განვითარებული ადგილობრივი აპლიკაციები, მაგრამ საქართველოს სოციალური მედია ჯერ არ გააჩნია, ამიტომ გადავწყვიტე, პირველი ვიყო", - აცხადებს ნიკა გილაური.
Trulayla-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორ IOS-ის, ასევე Android-ის სისტემისთვის. ის Tripadvisor-ის მსგავსია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ღონისძიებისა თუ დაწესებულების შესახებ გამოხმაურებები წაიკითხოს და მათი მეშვეობით გააკეთოს არჩევანი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss