| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ძალიან კარგი და პოზიტიური საკითხია, - ასე აფასებს ექს-ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულად დაბრუნების პროცესის დაწყებას.
PMCG -ის ანალიტიკოსის თქმით, პროცესი განსაკუთრებით წაახალისებს ექსპორტს და ექსპორტიორებს.
„ძალიან პოზიტიურად ვაფასებ და ვერანაერ შეფერხებას ვერ ვხედავ. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ექსპორტიორებისთვის და ვფიქრობ, ექსპორტს შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ეს სასარგებლოა დაბანდებული კაპიტალით წარმოქმნილი დღგ-ს უკან დაბრუნების შემთხვევაში“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.
ფინანსთა სამინისტრო პროცესის გამარტივებით ბიზნესისთვის 600 მილიონი ლარის დაბრუნებას ელის, მათგან 400-450 მილიონამდე ლარს, 10 000 ბიზნესსუბიექტი გამარტივებულად (განაცხადის წარდგენიდან 5 დღის ვადაში) დაიბრუნებს.
ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გამარტივებულად დაბრუნების პარალელურად იქმნება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა. მისი სრულფასოვანად ამოქმედების შემდეგ კი, ბიზნესს ბიუროკრატიასთან შეხება აღარ ექნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss