ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იწყება
15 იანვარი, 2018, 12:17
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იწყება

თბილისი (GBC) - თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილება იწყება.

რეფორმის ფარგლებში თბილისის მერმა ორშაბათს, რამდენიმე საქალაქო სამსახურების ფუნქციური ცვლილებები წარადგინა.

უფრო კონკრეტულად:  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ფუნქცია დაემატება. მის უფლებამოსილებაში იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

ამავე დროს ერთიანდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები და ერთ  უწყებად, კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.

კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურს კი,  ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა. იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაზე იქნება ფოკუსირებული.  არქიტექტურის სამსახური კი, მხოლოდ სერვისებზე იქნება ორიენტირებული.

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური კი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება.

დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას  ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოახდენს. 

რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა, მათი  ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები