| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავიაკომპანია Georgian Airways 7 მიმართულებით იწყებს ფრენას.
ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით ავიარეისების შესრულებაზე კომპანიას ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მისცა.
რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 25 მარტიდან, შემდეგი განრიგით შესრულდება:
თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;
თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს;
თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;
თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს;
თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.
ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss