ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეფრემ ურუმაშვილი: ბიტკოინის ფასს საქართველოზე გავლენა არ ექნება
მარიამ მინაძე
17 იანვარი, 2018, 13:56
ეფრემ ურუმაშვილი: ბიტკოინის ფასს საქართველოზე გავლენა არ ექნება

თბილისი (GBC) - The Bitfury Group-ის ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში, ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, ბიტკოინის ფასის დაცემა დროებითია და მითუმეტეს მას გავლენა საქართველოზე არ ექნება.

მისი თქმით, ფასის შემცირება ჩინეთისა და კორეის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. შეიქმნა ნეგატიური მოლოდინები და რეგულაციების შემოღებამდე იქ მოვაჭრეებმა ბაზრიდან გასვლა დაიწყეს. მხოლოდ ჩინეთს მსოფლიო ბიტკოინის ბაზრის დაახლოებით 17% უჭირავს, თუმცა ყველა მათგანი არ დატოვებს ბაზარს.

შესაბამისად, ამ განცხადებების შედეგია ფასის ცვლილება, ბოლო ორი წელია ამერიკისა და ჩინეთის მიერ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას ფასის მსგავსი დაცემა მოყვება.

„ვფიქრობ კრიპტოვალუტა დაახლოებით 10-15 დღეში დასტაბილურდება დაახლოებით 15,000-იან ნიშნულზე და მისი ფასი კვლავ განაგრძობს ზრდას“, - აღნიშნავს ურუმაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე ჯამში დაახლოებით $5 მილიონია ბიტკოინში ინვესტირებული, ეს კი მსოფლიოსთვისაც და საქართველოსთვისაც ძალიან მცირე თანხაა.

მარიამ კაპანაძე ერთ-ერთია ვინც მცირე რაოდენობის ბიტკოინით, თუმცა აქტიურად ვაჭრობდა, თუმცა ბიტკოინის მყიფე ფასის გამო მან კრიპტოვალუტა გუშინ სრულად გაყიდა.

მან 1000 ევროს ღირებულების ბიტკოინი 20,000$-იან ნიშნულზე შეიძინა, თუმცა გუშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი 10,000$-მდე დაეცა, ვალუტა სრულად გაყიდა.

„კრიპტოვალუტას მზარდი ფასი ჰქონდა, თუმცა სწორედ გუშინ იყო ბიტკოინის ფასის დაცემის პიკი.. შესაძლოა მისმა ფასმა კვლავ აიწიოს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს და ხალხი ახლა პანიკაშია. პანიკა კი სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო სისტემების მიერ ბიტკოინით გადახდის შეზღუდვამ, ასევე კორეის მიერ გაცხადებულმა ბიტკოინის დაბეგვრის შესაძლო შემოღებამ, ეს ყველაფერი კი მოქმედებს მის ფასზე, ისევე როგორც თუნდაც ვალუტის კურსებზე“, - განაცხადა მან.

დამწყები კრიპტოვალუტით მოვაჭრემ გიორგი მაისურაძემ რიპლი არჩია. მან სატესტოდ 900 ლარის ღირებულების რიპლი იყიდა, მაშინ როცა მისი ფასი 8.8  ლარი იყო, თუმცა ახლა 3.3 ლარია.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზარალა, მაისურაძე რიპლის გაყიდვას არ გეგმავს, რადგან არ გამორიცხავს რომ მისი ფასი კვლავ გაიზარდოს. „ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა მის გაყიდვას აზრიც არ აქვს, შემიძლია მხოლოდ დაველოდო, თუკი გამიმართლებს და რიპლის ფასი კვლავ გაიზრდება ან ნაკლებ ზარალს მივიღებ, ან მოვიგებ“, - აღნიშნავს ის.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები