ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აუდიტის სამსახური: ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
18 იანვარი, 2018, 19:11
აუდიტის სამსახური: ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

თბილისი (GBC) - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინის ვარგისიანობაზე უკვე მეორე განმარტება უხდება.

უწყება აცხადებს, რომ სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში   შეისწავლა  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის   უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხი და ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

  2018 წლის გეგმაში, იმუნიზაციის პროგრამის  შესაბამისობის აუდიტის შეტანასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის  გამო  განვმარტავთ

საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა  მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  აუდიტორული საქმიანობის   გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი  ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  შესასწავლი  საკითხების  შერჩევის  პროცესში  გაითვალისწინა  საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები.

იმუნიზაციის პროგრამის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა,  სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში   შეისწავლა  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის   უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხი.  

სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები