ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირდებიან
25 იანვარი, 2018, 11:30
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირდებიან
 
თბილისი (GBC) - "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საკანონმდებლო  ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი  საფინანსო სექტორის დამოუკიდებელი სუბიექტი აღარ იქნება.
 
სებ-ის ცნობით,  კანონის ამოქმედების მომენტისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა  სებ-ში  საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.  
 
ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაკავშირება შესაძლებელია  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები