ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Coca-Cola-ს წარმოება მუხრანში გაზაფხულზე დაიწყება
მარიამ მინაძე
29 იანვარი, 2018, 17:11
Coca-Cola-ს წარმოება მუხრანში გაზაფხულზე დაიწყება

თბილისი (GBC) - CoCa-Cola-ს მწარმობელი ქარხანა ლოკაციას გაზაფხულიდან შეიცვლის. 

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, კოკა-კოლას ქარხნის მშენებლობა, ტექნიკა - დანადგარების გადატანა თითქმის დასრულდა. მარტის ბოლოს მთელი ქარხანა მუხრანის ველზე გადაინაცვლებს.

ამ მიმართულებით კი, ჯამში, ბიზნესმენმა 18 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.  ქარხნის შენობის პროექტირებაზე, ფრანგული კომპანია Shebo მუშაობდა.

რაც შეეხება, ქარხნის არსებულ შენობას, ამ ტერიტორიის განვითარებაზე  კომპანია "კუშმანს"  მუშაობა არ დაუსრულებია.

"ვინაიდან აქცენტი ჯერ სხვა ბიზნეს მიმართულებებზე გვაქვს, "კუშმანი" არ ჩქარობს და არც ჩვენ ვაჩქარებთ", - ამბობს ჭყონია. 

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე, კოკა-კოლას ქარხნის ადგილზე, 3 ჰა ტერიტორიაზე, "პატარა უბნის" მშენებლობა იგეგმება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები