| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისის „სტარტაპერს“ „სილქნეტი“ შეუერთდა, ახალი პროდუქტით „სილქნეტი სტარტაპერისთვის“. დამწყებ ბიზნესს მორგებულ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს, ხელმისაწვდომ ფასად.
სტარტაპერი/ სილქნეტის ერთობლივი შეთავაზება, 2 ბიზნესპაკეტიდან ოპტიმალურის არჩევის და „სილქნეტის“ მომსახურებაზე ფასდაკლებით სარგებლობი საშუალებას იძლევა.
34 ლარიანი პაკეტი (99 ლარის ნაცვლად) მოიცავს 8 მბ/წმ-ს;
69 ლარიანი პაკეტი (229 ლარის ნაცვლად) მოიცავს 18 მბ/წმ-ს;
ბენეფიციარ კომპანიას 1-წლიანი პაკეტით სარგებლობისთვის საქმიანობის 2 წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.
მსურველეებმა განაცხადი startuperi.ge -ზე უნდა შეავსონ, ამავე ვებგვერდის საშუალებით, გაიგებენ მეტს ცხელი ხაზით (2 100 200).
სილქ როუდი-თიბისის ერთობლივი პროდუქტების დიდ არჩევანზე გიორგი რამიშვილმა ჯეოსელი/სილქნეტის წარმატებული ტრანზაქციის პრეზენტაციაზე განაცხადა. აქტივი შეისყიდა $153 მლნ-ად, რომლის 78% თიბისის სესხია, 6 ბანკთან სინდიცირებული.
რამიშვილი სააბონენტო ბაზის მნიშვნელოვნად გაფართოებას ვარაუდობს, მისი თქმით პროდუქტების მიმზიდველობას ხარისხსთან ერთად ფასიც განაპირობებს. თიბისის 7 000 -იან სტაფთან ერთად ის კონკურენტი კომპანიის სხვა აბონენტებსაც ელის. თუმცა მას შემდეგ, როცა გამსხვილებაზე მარეგულირებლის დასტურს მიიღებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss