| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სათამაშოების ქართველი მწარმოებლები ევროპაში ექსპორტისთვის ემზადებიან.
ქართული კომპანიები პარტნიორების მოძიებას გერმანიაში, ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე ცდილობენ. გამოფენაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, სამი კომპანია მონაწილეობს კოდალა, „ჯეოთოიზ“ და „თამაშობანა“.
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ცნობით, სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა უკვე 50-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, მათ შორის დაახლოებით 10 წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss