| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია RMG-იმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.
კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „RMG-ის სტიპენდია“ გადაეცემათ.
2 თებერვალს კომპანია RMG-ის თბილისის ოფისში, სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss