| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება 5.8 მილიარდია ყველა სახელმწიფო ხარჯის გასტუმრებას 430 დღის განმავლობაში შეძლებდა, - ასეთია Bloomberg-ის ახალი შეფასების შედეგი.
გავლენიანმა სააგენტომ რობინ ჰუდის ინდექსი გამოაქვეყნა და დათვალა რამდენი დღე ეყოფოდა ამა თუ იმ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ქონება ამავე სახელმწიფოს ხარჯებს.
საქართველო ამ მაჩვენებლით მხოლოდ კვიპროსს ჩამორჩება, სადაც Bloomberg-ის გათვლით, უმდიდრესი ადამიანის ჯონ ფრედრიკსენის ქონებით (10.4 მლრდ) კვიპროსის შენახვა 441 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ორივე ქვეყანა რეიტინგის ბოლოსაა.
ინდექსში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბიუჯეტო ხარჯი ყოველდღიურად 13,5 მილიონია.
რეიტინგში სულ 49 სხვადასხვა ქვეყანაა, განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმით და ხარჯებით. მაგალითად, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის ჯეკ მას ქონება სახელმწიფო ხარჯების გასტუმრებას მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შეძლებდა. ასეთივე მაჩვენებლები აქვთ იაპონიასდა პოლონეთს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss