ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტ მალეოზე მაღალი მოთხოვნაა
21 თებერვალი, 2018, 17:36
საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტ მალეოზე მაღალი მოთხოვნაა

თბილისი (GBC) - საქართველოს ფოსტამ პროდუქტზე „მალეო“  მაღალ მოთხოვნაზე აცხადებს.

წარდგენიდან 2 კვირაში საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი. მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელია, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვა.

„ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს.“ - აცხადებენ კომპანიაში

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები