| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დოლარიზაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებაზე აღნიშნავს.
კობა გვენეტაძე "თვის მიმოხილვაზე" დაყრდნობით Facebook-ში წერს, რომ იანვარში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.4 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დოლარიზაცია 7.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ბანკირის ინფორმაციით იანვარში სესხების დოლარიზაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.1 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 13.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 9.0 პროცენტული პუნქტით იკლო.
2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 611.3 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) შემცირდა და 19.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. მათ შორის, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 15.5 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) და 6.83 მლრდ ლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 413.0 მლრდ ლარით შემცირდა და 21.47 მლრდ ლარს გაუტოლდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss