ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრედიტ-ინფოს ახალი კლიენტები 11 მარტს გახდება ცნობილი
ნინო შუბითიძე
7 მარტი, 2018, 18:17
კრედიტ-ინფოს ახალი კლიენტები 11 მარტს გახდება ცნობილი

თბილისი (GBC) – პრობლემურ მსესხებლებზე ინფორმაცია გასაჯაროვდება თუ არა, ასევე კრედიტინფოში ჩანაწერები ნეგატიურად და პოზიტიურად  დაიყოფა თუ არა, სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.

საკრედიტო ბიურომ   ეროვნული ბანკის  წესის მიხედვით უნდა განაგრძოს ოპერირება,  წევრების გაფართოებული ბაზით. ამ დროისთვის  ბიუროს 150-ზე მეტი კლიენტი-წევრი  ჰყავს.

ფიზიკურ პირს საკუთარი კრედიტისტორიის შესამოწმებლად  5/20/30 ლარიანი პაკეტებით შეუძლია სარგებლობა. ₾5-იანი 1-თვიანია და  ₾20/30-იანი 1-წლიანი.  ყველაზე ძვირი  (₾30) პაკეტის  შემძენი ისტორიის გადამოწმებით იმასაც  შეიტყობს, მისი კრედიტისტორიით  ვინ დაინტერესდა.

ბიუროს ცნობით, იურიდიული პირების მომსახურების ტარიფები ინდივიდუალურია  კლიენტის  პოზიციის, დავალების   რაოდენობის და  შემოწმების სიხშირის მიხედვით.

ამ დროისთვის ბიუროს აქციონერები არიან  თიბისი, პროკრედიტი და საქართველოს ბანკი. აქციონერთა სტრუქტურა ამ შემადგენლობით განაგრძობს ოპერირებას, თუ შეიცვლება ესეც შემოდგომამდე გაირკვევა.

ბიუროს  კლიენტების  ბაზა კი  11 მარტისთვის გახდება ცნობილი. აღნიშნული თარიღისთვის ახალი კანონის თანახმად ყველა სესხის გამცემი სებ-ში უნდა დარეგისტრირდეს, რომლებსაც ასევე ახალი კანონი  კრედიტინფოს წევრობას  დაავალდებულებს.

ჯერ-ჯერობით, ნუსხაში მხოლოდ სებ-ის არსებული ლიცენზიანტები არიან, 16 კომერციული ბანკი და 73 მ/ორგანიზაცია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები