| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირებს.
"2017 წელს საქართველოში განხორციელებულმა უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოსათვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ზრდას გააჩნია არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ასპექტიც - წინა წელთან აღნიშნული ინვესტიციების 16.2-პროცენტიანი ზრდის პირობებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინვესტიციები რეალურ სექტორში - თითქმის 1.4-ჯერ, ხოლო რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში გაზრდილია თითქმის ორჯერ; მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტიციები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე, თითქმის 2.5-ჯერაა გაზრდილი.
აღნიშნული წარმატება მიღწეულია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიზანმიმართული, სწორი, პერსპექტივებზე გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე. - მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე მოქმედებაში შევიდა მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ბიზნესის მოქმედი საგადასახადო გარემოსადმი ნდობა და მთლიანად, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, გაძლიერდა საბანკო ზედამხედველობა, შემოღებულ იქნა დეპოზიტების დაზღვევა, რომელმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი საზოგადოებაში არსებული ფინასური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების გაუმჯობესებას, განხორციელდა პროგრამის აღდგენა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვაში თავისი პოზიტიური როლი შეასრულა ეკონომიკური გადასახადების ცვლილებებთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვებამ კონსტიტუციასა და ეკონომიკური თავისუფლების აქტში", - მიიჩნევს ირაკლი კოვზანაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss