| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დიდი მადლობა თბილისო- ასეთი სათაურით ეხმაურება connect-aviation საკუთარ გვერდზე 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს, რომელსაც წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა.
,,თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“-, განცხადებას სკანდინავიის ავიახაზების ქსელური მენეჯერი გონსალო პერნასი აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ღონისძება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.
სტატიაში, სადაც ძირითადად 3 დღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი, ნათქვამია, თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო. ,,გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებსა და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბნენ 500-ე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. 3 დღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის ბრიფინგებმა დელეგატებს შორის, ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გასაოცარმა სტუმართმოყვარეობამ კი დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია,-‘’ ნათქვამია სტატიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss