| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისიმ ბიზნესისთვის ჩეთბოტის შეთავაზებაზე განაცხადა. კომპანიას Facebook მესენჯერში შეეძლება პროდუქციის გაყიდვა.
„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, სადაც მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას, სასურველი პროდუქტის, კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათებზე, ჩეთშივე შეძლებენ შეძენას, ამასთან ბოტის შეთავაზებული პროდუქტის მეგობრებისთვის გაზიარებას. ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.
„ჩეთბოტი ბიზნესებისთვის“ აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:
ელექტრონული კომერცია - ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად. ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.
ლოკაციის და სამუშაო საათების დადგენა - ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.
საძიებო სისტემა მეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.
მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. http://www.businessbot.ge/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss