| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აგარის შაქრის ქარხნის ინვესტორი მზადაა შაქრის ნედლეულის გაიაფებისთანავე საწარმოო პროცესი განაახლოს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ქარხნის გაჩერება ძვირმა ნედლეულმა და 2017 წლიდან ევროპული ქვეყნებისთვის თეთრი შაქრის იმპორტზე მოხსნილმა კვოტამ განაპირობა, რამაც გაზარდა იმპორტი.
„აგარის შაქრის მიერ წარმოეული თეთრი შქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ დაგადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც „დეანიუსი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქარხნის დროებით დახურვის გამო, თითოეულ თანამშრომელზე გაიცა კომპენსაცია, რამაც ჯამში 1 მლნ ლარს მიაღწია.
„ მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონილარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება,რისთვისაც არ იშურებს ძლისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო,ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია”, - აცხადებს მენეჯმენტი.
კომპანიაში შეშფოთებას გამოთქვენ ქარხნის წარმომადგენელთა მიმართ გაჟღერებული მუქარის გამო და სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვენ გააძლიერონ პატრულირება ქარხანასთან მიმდინარე აქციებისას.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტოვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტოვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრისწარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან". - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss