| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად ყიდულობს.
Forbes.kz -ის ცნობით, "ყაზმუნაიგაზმა" „ყაზტრანსგაზის“ ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილება უკვე გამოაქვეყნა.
ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ - ასე უპასუხა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გასული წლის ბოლოს GBC-ის კითხვას ისევ ფიქრობს თუ არა GIG “ყაზტრანსგაზ თბილისის” შეძენაზე.
„ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი და გამორიცხული არაფერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობთ და ვმუშაობთ დაუღალავად ყველა მიმართულებით, რაც ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან თავის იკავებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შეძენაზე მოლაპარაკებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დახურვის ვადად იმავე წლის სექტემბერი დასახელდა, მოლაპარაკები გაჭიანურდა.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ 2005 წელს შეიძინა. თუმცა, ბოლო წლებში აქტივს ვერ მართავს. დაგროვილი დავალიანების გამო, კომპანიაში დანიშნულია დროებითი მმართველი.
ინვესტორმა საქმეზე საერთაშორისო არბირტრაჟსაც მიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss