ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ხატვის ღია კონკურსის 20 გამარჯვებული დაასახელა
ნინო შუბითიძე
20 მარტი, 2018, 13:00
სებ-მა ხატვის ღია კონკურსის 20 გამარჯვებული დაასახელა

თბილისი (GBC) -  ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი  - ხატვის ღია კონკურსს 20 გამარჯვებული  ჰყავს.  საუკეთესოები 300 ნამუშევრიდან შეირჩა.

"ფინანსური განათლების წლის" და "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში გამართულ სებ-ის ამ კამპანიაში II-VII კლასის მოსწავლეები ბანკნოტების და მონეტების საინტერესო დიზაინური ხედვით წარსდგნენ.

გამარჯვებულების გარდა  არის 21-ეც,  ჟიურის რჩეული ქობულეთელი ზაურ კობახიძე, 50-თეთრიანი მონეტით.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სებ-ი  25 მარტს, ყვარელში,  ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ, ასევე, ეროვნული ბანკის ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ ფინანსური განათლების საკითხებზე. გარდა ამისა, გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი  სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

"მოხარული ვარ, რომ კონკურსით "ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი" მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი სკოლა და მოსწავლე დაინტერესდა. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი მივიღეთ, რომლებიც ასახავს ქართული ფულის თავისებურებებს, საქართველოს ისტორიას, კულტურასა და თანამედროვეობას, და ამასთან, წარმოაჩენს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ფინანსური თემების მიმართ; სწორედ ეს გახლდათ პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანი - წაგვეხალისებინა ახალგაზრდები დაფიქრებულიყვნენ ფულისა და ფინანსური საკითხების მნიშვნელობის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებს მომავალშიც განვახორციელებთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები