ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელი - კანონმდებელთა ნაწილმა ახალი პროექტი მოამზადა
20 მარტი, 2018, 13:14
საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელი - კანონმდებელთა ნაწილმა ახალი პროექტი მოამზადა

თბილისი (GBC) - ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს. 

პროექტი პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა,   ფრაქციის  მიერ მომზადებული პროექტის საჯარო განხილვის გამართვა და საპენსიო რეფორმის  პროცესის დროებით შეჩერება  მოითხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ მთავრობპაის გადაწყვეტილებას  საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს, რომელიც ჩვენი შეფასებით, დაჩქარებული ტემპებით წარიმართა. გვინდა მივმართოთ მთავრობას - სანამ არ მოხდება რეფორმის სხვადასხვა ალტერნატივების ფართო განხილვა, მანამდე შეჩერდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის განხილვის პროცესი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მიდგომა წარმოადგინა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს.

„ფრაქციის მიერ მომზადებულ საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია და შემდეგ განსხვავებებს მოიცავს:

იმ 750 ათასი პენსიონერისთვისაც, რომლებიც დღეს არიან პენსიაზე, საბაზისო პენსია გაიზრდება ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად და შეადგენს საშუალო ხელფასის მინიმუმ 17%-ს.

ჩვენი სქემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს მეორე სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორისი სოლიდარობის პრინციპს, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2%+2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს, როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგოც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.

მესამე სვეტი გულისხმობს ინდივიდუალურ დაგროვებას - 2% კონტრიბუციის სახით - იქნება სავალდებულო ყველასათვის, ხოლო ნებაყოფლობითი - 50 წელს გადაცილებული დასაქმებულებისათვის“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები