| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად ლიფტების წარმოება დაიწყება - თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს“ ბაზაზე აეწყობა.
ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა“ და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტის დამზადება შეეძლება.
„ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოების განვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71 % შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთ როგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ“ - აღნიშნა საწარმოს მონახულებისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.
აღსანიშნავია, რომ ლიფტების საწარმოს ბაზაზე მოხდება შესაბამისი კადრების გადამზადებაც, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან შემდგომში სხვადასხვა ობიექტებზე დასასაქმებლად ლიფტების მომსახურების სფეროში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss