ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის  დამტკიცება
წყარო: ეკონომიკის სამინისტრო
22 მარტი, 2018, 10:56
ქუმსიშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის  დამტკიცება

თბილისი (GBC) - “ჩვენი მთავარი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება,” - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას განაცხადა. 

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოში წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების - EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC - წარმომადგენლები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე. 

დიმიტრი ქუმსიშვილის  განცხადებით, ენერგოეფექტურობის განვითარება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.   

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სხვა კანონპროექტებზე, რომელთა მიღებასაც საქართველოს მხარე აპირებს ახლო მომავალში. „ჩვენი მიზანია, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება. კანონპროექტი EU4ENERGY-ის ფარგლებში, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის განხილვას ჩვენ მიმდინარე წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვგეგმავთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონპროექტზე „საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მარკირების შესახებ“. 

თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ევროკომისია და დონორები ორგანიზაციები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს  ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით გრანტითა და დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსით.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფით, რაც საქართველოს ენერგოეფექტურობის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები