ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სითი პარკის 120 თანამშრომელს მერია დაასაქმებს
22 მარტი, 2018, 11:08
 სითი პარკის 120 თანამშრომელს მერია დაასაქმებს

თბილისი (GBC) - სითი პარკის 120 თანამშრომელი კარიერას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.  

" ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის", - აღნიშნა კალაძემ. 

მერმა  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაავალა  დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები საპარკინგე ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადებში მოწყობისთვის.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, არ განიხილება "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადავადება და როგორც დაანონსდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილიდან განახორციელებს პარკირების სამუშაოებს. 

"პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილსინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას", - აღნიშნა კალაძემ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები