| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებენ.
როგორც ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი სამივე ქვეყნისთვის საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის 1.1 მილიარდი ევრო გამოიყოფა, რასაც დაემატება 8.3 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტის სახით.
ამ ქვეყანაში განაწილდება 1.1 მილიარდი ევრო, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. თვითონ პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებზე და კერძოდ, საინვესტიციო შესაძლებლობებზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა როგორც ყოველთვის, იქნება ლიდერი",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირი ბიზნესისთვის" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 100-მდე კომპანიამ უკვე ისარგებლა.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ამბობს, რომ ხდება წარმატებული პროგრამის შემდეგ ფაზაზე გადასვლა.
"EU4Business-EBRD უკვე დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურეობისა და მედიცინის სექტორებიდან ინვესტიცია განეხორციელებინათ ევროკავშირთან სტანდარტების დაახლოებისთვის, საექსპერტო პოტენციალის გაზრდისთვის და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ადგილობრიც ბაზარზე წარმოადგენენ. ევრობანკის ფინანსირების ინსტრუმენტებისა და ევროკავშირის გრანტების თანხვედრა ქმნის ძალიან კარგ პროდუქტს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის",- განაცხადა მატერნოვამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss