ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა
წყარო: ეკონომიკის სამინისტრო
22 მარტი, 2018, 14:57
ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა

თბილისი (GBC) - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაელ რუსისთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე  ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა თუ სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაელ რუსიმ გახსნეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები