ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფადი ასლი: საქართველოს  საინვესტიციო კლიმატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი, 2018, 10:25
ფადი ასლი: საქართველოს  საინვესტიციო კლიმატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა ყურის არაბული სახელმწიფოებიდან ინვესტორებს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ  Channel Georgia Consulting-ის თავმჯდომარე  ფადი ასლის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც 21 მარტს გაიმართა. 

ფადი ასლიმ  პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა GCC -ს ქვეყნებში Channel Georgia Consulting-ის საქმიანობის და გეგმების შესახებ.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან GCC-დან ინვესტიციების შესახებ. მოხარულნი ვართ Gulf Cooperation Council-დან საქართველოში ინვესტიციებისთვის მისი მუდმივი მხარდაჭერის გამო. ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მთავრობა ყოველდღიურად ბევრს მუშაობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. საქართველო ინვესტორებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფადი ასლიმ.

Channel Georgia Consulting უნიკალური საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც გამოცდილ პროფესიონალებს აერთიანებს, რათა მსოფლიო მასშტაბით მომსახურება გაუწიოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინდუსტრიის, საბანკო საქმიანობის, ფინანსური სერვისების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის და სარეკლამო საქმიანობის სფეროში მოქმედ ინვესტორებს და ბიზნესებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები