ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში, დოპელმაიერის საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის
წყარო: ეკონომიკის სამინისტრო
29 მარტი, 2018, 11:40
საქართველოში, დოპელმაიერის საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის

თბილისი (GBC) - საქართველოში დოპელმაიერის საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის, - ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები კიდევ ერთხელ ჩამოვლენ და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.

საკითხზე  პირველი ვიცე-პრემიერის და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლის შეხვედრაზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს.  მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს  ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს. ყველა გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში  სახელმწიფოც ჩაერთვება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ  საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორც „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს და „დოპელმაიერის“  მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს. ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები