ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსე- ს ენერგეტიკული ბაზრის  პროგრამული უზრუნველყოფა 5.5 მილიონი დაუჯდება
29 მარტი, 2018, 17:59
სსე- ს ენერგეტიკული ბაზრის  პროგრამული უზრუნველყოფა 5.5 მილიონი დაუჯდება

თბილისი (GBC) - საქართველოს საბალანსო ბაზრის გამართვისთვის საჭირო პროგრამული უზრულველყოფა 5.5 მილიონი დაუჯდება - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა  მომსახურების  გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

გამარტივებული შესყიდვის მიზეზად კი, კომპანია „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ შესვლისას აღებულ ვალდებულებებს უკავშირებს.

„საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებებისა, რომელთა შორისაა თანამედროვე, გამჭვირვალე, კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საათობრივ ჭრილში ელექტროენერგიის კომერციული მოცულობებითა და საბალანსო ენერგიით ვაჭრობას. აღნიშნული პროცესი, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ითვალისწინებს შესაბამისი ფუნქციების მქონე ორგანიზაციულ-საოპერაციო ერთეულების ჩამოყალიბებას, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სათანადო კვალიფიკაცია (უნარები), შესაძლებლობები და პროგრამული უზრუნველყოფა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში.

პროცესის სწორად წარმართვაში სსე- ს ორი საერთაშორისო დონის საკონსულტაციო კომპანია  - Nord Pool Consulting-ი და BLUEBERRIES GmbH-ი დაეხმარება.

კომპანია განმარტავს, რომ  მიღებული კანონებით  უკვე 2018 წლის 1 მაისიდან არის გათვალისწინებული ქართული ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის გარკვეული საწყისი ელემენტები - სახელდობრ, ელექტროენერგიის მომხმარებელთა ფართო წრის საბითუმო დონეზე ამოყვანა, თავისუფალი მიმწოდებელი კომპანიების ფორმირება და გადამცემ ქსელში დანაკარგების ცენტრალიზებული შესყიდვა. ამიტომ შესყიდვის დროში გაჭიანურება დაუშვებელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები