| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის მაია ცქიტიშვილის და მისი ოჯახის ქონებაზე პორტალი Kvira.ge წერს:
მაია ცქიტიშვილის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მას მეუღლე დავით ხატიაშვილი, შვილი ნატა ხატიაშვილი და დედა თამარ ცქიტიშვილი ჰყავს.
თანამდებობის პირის 2018 წლის დეკლარაციაში, შვილი ნატა აღარ ფიგურირებს, თუმცა სწავლის გადასახადს მშობლები მას დღემდე უხდიან. კერძოდ, მშობლებმა შვილის სწავლის საფასური 8316 ლარი გადაიხადეს.
ამასთან, მშობლებმა ერთი წლის განმავლობაში, შვილის პირად ანგარიშზე, 12 000 აშშ დოლარი, 47 000 აშშ დოლარი და 7 407 ფუნტი სტერლინგი შეიტანეს.
მაია ცქიტიშვილის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 270 000 ღირებულების საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი, რაშიც თანამდებობის პირმა 12 642 ლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია კომერციულ ფართი, სადაც მაია ცქიტიშვილი 75 პროცენტს ფლობს, დანარჩენი კი მისი მეუღლის, დავით ხატიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. აქ ცოლ-ქმარი თანაპარტნიორები არიან.
მაია ცქიტიშვილის სახელზეა გაფორმებული აგრეთვე კოჯორში ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაია ცქიტიშვილს აჩუქეს. დოკუმენტით ირკვევა, რომ ახლადდანიშნულ მინისტრს მსუბუქი ავტომანქანა „Mitsubishi Pajero“ ჰყავს, რომელიც მიწის ნაკვეთებთან ერთად აჩუქეს.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, თანამდებობიდან წლის განმავლობაში 94 500 ლარი მიიღო.
რაც შეეხება თანამდებობის პირის მეუღლეს, დავით ხატიაშვილს, იგი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და სხვადასხვა კომპანიებში წილებს ფლობს.
კერძოდ, დავით ხატიაშვილის სახელს უკავშირდება:
1) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე რეგისტრირებული შპს ბილდინგ სოლუშენსი, აქ დავით ხატიაშვილის პარტნიორია და მისი შემოსავალი 56652 ლარია.
2) თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული შპს მიკროკლიმატი, სადაც 75 პროცენტი დავით ხატიაშვილს ეკუთვნის.
3) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სს “ჯორჯიათრეიდი”, მისი შემოსავალი აქ – 6 2847 ლარი ფიქსირდება.
4) თბილისში, შპს ბილდინგი, აქ დავით ხატიაშვილი დირექტორია და მისი შემოსავალი 6875 ლარს უტოლდება.
5) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრი.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯია თრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში “საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10,997.47 დოლარი, 11924,19 ლარი და 523,58 გირვანქა სტერლინგი; საკრედიტოზე 29951,92 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით – 15 000 დოლარი ჰქონდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss