ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტყის ხანძრებისთვის სპეცმანქანების შესაძენად 8.2 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
30 მარტი, 2018, 15:49
ტყის ხანძრებისთვის სპეცმანქანების შესაძენად 8.2 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისი (GBC) - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის მაღალი გამავლობის 19 სახანძრო  ავტომობილს შეიძენს.  

8.243 მილიონი ლარის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. უწყების ცნობით, ავტომობილები ტყის ხანძრების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 17 მუნიციპალიტეტს გადაეცემა. 

ავტომობილს 3000 -4000 ლიტრი წყლის ავზი უნდა ჰქონდეს და ასევე აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 200 ლიტრიანი ქაფის ავზით. 

ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 10 აპრილს 15:00 საათზე იწურება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ავტოპარკის სრული განახლება იგეგმება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები