ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სილქნეტი დარენ არანოვსკის ფილმის საპრემიერო ჩვენებას გამართავს
30 მარტი, 2018, 17:05
სილქნეტი დარენ არანოვსკის ფილმის საპრემიერო ჩვენებას გამართავს

თბილისი (GBC) - სილქნეტი დარენ არანოვსკის ფილმის საპრემიერო ჩვენებას გამართავს.

31 მარტს, 20:00 საათზე, მზიურის ამფითეატრში /ი.ჭავჭავაძის გამზ 23/, არხი National Geographic და Silknet  შემეცნებით დოკუმენტურ სერიალს "One Strange Rock" წარადგენენ.

პირველი ეპიზოდის ჩვენებამდე, მზიურში გაიმართება პროფესორ ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია  "სხვა თვალით დანახული დედამიწა".

"One Strange Rock"-ის რეჟისორი დარენ არანოვსკია ("შავი გედი"; "დედა"; "პი"; "რესტრელი"; "ნოე"), ნარატიული ნაწილის წამყვანი - ცნობილი მსახიობი უილ სმიტი. 

ეს არის  ამბავი დედამიწის შესახებ. ასტრონავტების ელიტური ჯგუფი დეტალურად აღწერს კოსმოსიდან დანახულ ჩვენ პლანეტას, ისინი  გვიზიარებენ არამარტო მეცნიერულ ანალიზს, არამედ პირად ემოციებს  დედამიწის ფორმების ჩამომყალიბებელი შტორმებიდან, ატმოსფეროსთვის სიცოცხლის მიმცემი ჟანგბადის მოლეკულებამდე.

10 ეპიზოდისგან შემდგარ სერიალს SilkTV-ის შემეცნებითი არხი National Geographic Channel წარმოადგენს. ყოველი ახალი ეპიზოდი  კვირაობით 17:00-ზე გავა. არხს ენის ცვლის შესაძლებლობა აქვს და მსურველს ორიგინალში ყურების საშუალებას აძლევს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები