| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, წასვლის მიზეზს ასახელებს.
გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ უწყება, რომელსაც 2 წელია ხელმძღვანელობს საკუთარი სურვილით დატოვა.
„ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ“, – ციტირებს 1tv.ge სეთურიძეს .
პირველი არხი დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება სეთურიძის წასვლა თანამდებობიდან მისი მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს.
„ამას არანაირი საფუძველი არა აქვს. ამას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი აგორებდა და მათ კონკრეტული მიზნები ჰქონდათ. მათ შეიძლება დაიბრალონ კიდეც საკადრო ცვლილებები, თუმცა ამ აბსურდულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“, – დასძინა სეთურიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss