ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია  მიღებას აცხადებს
3 აპრილი, 2018, 11:19
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია  მიღებას აცხადებს

თბილისი (GBC) - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა,  „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“  10 აპრილიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

 ყველა დაინტერესებულ პირს (მათ შორის სსსმ და შშმ პირებს) ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს:

  1. ვებ ინტერფეისის დეველოპერი.
  2. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი.
  3. ინფორმაციის ტექნოლოგია.
  4. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი.
  5. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი).
  6. ვებ ინტერფეისი დიზაინერი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს ტესტირება უცხოურ ენასა და უნარებში. სსსმ და შშმ პირები ისარგებლებენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შეფასდება.

სასწავლებელი აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადაპტირებულია სსსმ და შშმ პირებისთის. დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გადამზადებული პედაგოგებითა და  ინკლუზიური  პროფესიული განათლების სპეციალისტებით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟრებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას.

სსიპ  საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ დაკავშირებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.itvet.ge

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები